რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: ჩვენ ვდგავართ საქართველოსა და მოლდოვის გვერდით, რათა დავიცვათ მათი უსაფრთხოება

ემანუელ მაკრონი
Reuters

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარისას თქვა, რომ საფრანგეთი მათ მხარს დაუჭერს ნებისმიერი დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში.

"ჩვენ ვდგავართ მოლდოვასა და საქართველოს გვერდით, რათა დავიცვათ მათი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი". – თქვა ემანუელ მაკრონმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები