რუსეთი

მედვედევი: რუსებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის კარგი შესაძლებლობაა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სიკვდილით დასჯის სავარაუდო დაბრუნება გამოაცხადა.

ევროსაბჭომ რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ამას რუსეთის ხელისფლების უარყოფითი შეფასება მოჰყვა და კრემლი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განახლებით იმუქრება.

 "კარგი შესაძლებლობა (ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ - UP) აღადგინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად - როგორიცაა სიკვდილით დასჯა".- ამბობს მედვედევი. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას, თუმცა, ის ევროსაბჭოს წევრად რჩება. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრაა. 

შუამდგომლობას, რომელიც უკრაინამ და პოლონეთმა დააყენეს, 47-დან 42-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერეს. იგივე მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც, თუმცა, 2019 წელს მას წევრობა აღუდგინეს.  

კომენტარები