უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა იტალიის პრემიერმინისტრის მარიო დრაგის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომ ზელენსკიმ მასთან სატელეფონო საუბარი დათქმულ დროს არ გამართა.
"დღეს 10:30-ზე ჩერნიგოვთან, გოსტომელთან და მელიტოპოლთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ხალხი დაიხოცა. სხვა დროს ვეცდები ომის განრიგი გადავდო, მარიო დრაგის რომ ვესაუბრო კონკრეტულ დროს. პარელურად, უკრაინა აგრძელებს საკუთარი ხალხისთვის ბრძოლას", – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ დრაგი არის ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას არ ემხრობა.