შვარცენეგერი: ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით, შთაგონებული ვარ მათი სიმამაცით

Twitter

ბოდიბილდერი, მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა.

"ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთან არის. რამდენჯერმე მთხოვეს ინტერვიუ, მაგრამ მჯერა, რომ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ახლა ხდება – ტრაგედიაზე, რომელმაც გული დაგვწყვიტა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე.

მე არ ვარ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს მივანდობ. მე ვიცი როგორია გაიზარდო ნაომარ ქვეყანაში, ვიცი რომ ომს გამარჯვებული არ ყავს.

ომს აქვს თვისება – გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც ანადგურებს.

მე მყავს უკრაინელი და რუსი მეგობრები და თაყვანისმცემლები. ჩემი აზრით, ომი არც ერთ მათგანს სურს. იმედი მაქვს საღი აზრი გაიმარჯვებს და არასაჭირო ომი კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის განადგურებამდე დასრულდება.

დღეს მე ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით. ვიზიარებ თქვენს დარდს და მშვიდობის იმედს. შთაგონებული ვარ თქვენი სიმამაცით და იმ ადამიანობით, რომელსაც ამ კოშმარის მიუხედავად ინარჩუნებთ. ღმერთმა დაგლოცოთ". – წერს ყოფილი გუბერნატორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები