კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 7 482 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 21.03%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 583 ტესტი და დადასტურდა 7 482 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 603 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21.03%-ია, ბოლო 14 დღის – 28.49% ხოლო 7 დღის – 25.38%.

ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი – 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 113 284, საიდანაც 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 108 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 591 936 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 462 572 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 054.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები