რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის მხარდამჭერი დირიჟორი, ვალერი გერგიევი ვენის ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს

ვლადიმირ პუტინი და ვალერი გერგიევი

დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი და მხარდამჭერია, ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს

ვენის ორკესტრს აშშ-ში ტურნე აქვს დაგეგმილი, რომელიც 26 თებერვალს, კარნეგი ჰოლში უნდა დაწყებულიყო. 

ამასთან, მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ თქვა, რომ თუ გერგიევს ლა სკალას თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, მან უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია უნდა დაგმოს. 

გერგიევი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. გერგიევმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის მიერ ყირიმის ანექსიას. მხარში დაუდგა პუტინის პოლიტიკას 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროსაც.

კომენტარები