რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ჩვენს სანქციებს უფრო დიდი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას

პირველ რიგში, სანქციებს, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ რუსეთის ბანკებს, ისეთივე შედეგები ექნებათ და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. მეორე - SWIFT-დან გარიცხვა ყოველთვის რჩება შესაძლო ვარიანტად, თუმცა ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ევროპას ამჟამად სურს.

ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები აჭარბებს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვასაც კი, უფრო მეტიც, ის აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ჩვენმა სანქციებმა მსოფლიოს 2/3-ის გაერთიანება გამოიწვია. ეს ძლიერი სანქციებია და მათი ეფექტურობის შესახებ ერთ თვეში ვისაუბროთ, ვნახოთ, მუშაობენ თუ არა. 

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთზე ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

კომენტარები