არ გადადო

"არ გადადო უკრაინის სოლიდარობა" – ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

საინიციატივო ჯგუფმა - არ გადადომ ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართა.

"რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. პუტინს გაცხადებული აქვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა და ახალი ბოროტების იმპერიის შექმნა. დღეს ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს საქართველოს ომიცაა. საქართველოს გამარჯვება უკრაინის ბედზე გადის. საქართველოს მოქალაქეების ვალია გამოვხატოთ პროტესტი მშვიდობიანი ერების მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აცხადებენ ისინი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები