რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება გასცა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება გასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი განიხილავს.

"დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს". - თქვა ნაუსედამ.

გარდა ამისა, ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს "უსაფუძვლო სამხედრო აგრესია" უწოდა.

"ჩვენ მომსწრეები ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალური ქმედებების. ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილები ამ უსაფუძვლო სამხედრო აგრესიის წინაშე, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს". - დაამტა ნაუსედამ.

კომენტარები