რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ქალაქი სჩასტიე დავიბრუნეთ, 50-მდე მტერი მოვკალით

Reuters

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქი სჩასწიე უკრაინამ დაიბრუნა.

"ქალაქი სჩასტიე აღებულია, მტერმა ზარალი განიცადა.

ქალაქი სჩასტიე [ლუგანსკის რეგიონი], რომელსაც თავს დაესხა რუსი აგრესორი, უკრაინამ დაიბრუნა. თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა და 50-მდე მტერი მოვკალით.
ბედნიერება ჩვენს ხელშია!", - წერს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები