რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ ცოცხალი ჯაჭვით დავიძრათ

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"შაბათამდე ვერ გავჩერდებით". – წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშგტარია და დღეს, 24 თებერვალს, 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ ცოცხალი ჯაჭვით უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობას აანონსებს.

"დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი. დღეს 7-ზე რესბუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე". – წერს ხოშტარია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები