რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფონ დერ ლეინი: ვგმობთ გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე, კრემლს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. 

ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა და იმ უდანაშაულო ქალებთან, კაცებთან და ბავშვებთან, რომელთაც უწევთ ამ არაპროვოცირებულ თავდასხმასთან გამკლავება და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ხილვა.

კრემლს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ.

წერს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინი. 24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც.  

კომენტარები