გარევაჭრობის აკრძალვა

კალაძე: არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავთ იმ გაჭირვებას, რომელიც ქვეყანაშია

არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული.

თბილისის მერი, კახა კალაძე გარემოვაჭრეებს მიმართავს. 

კომენტარები