დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზალკალიანი: ვგმობთ რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიების აღიარებაზე

სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცევა. 

დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინ რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება თუკი იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმეს არსებულ ისედაც მძიმე სიტუაციას და სრულიად საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე. რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მხარი დაუჭირა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა.

კომენტარები