კახა კალაძე

კალაძე: სახელმწიფო მიწების მიტაცება, ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია

კახა კალაძე

"სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების განხორციელება და მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ".- ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისი მთავრობის სხდომაზე. 

კალაძე აფრიკის დასახლებაში მიმდინარე სახლის მშენებლობებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც საცხოვრებელი ფართი არ აქვს, თბილისის მერია დროებით ქირით გაიყვანს. 

"ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლითაც ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, ქირით გავიყვანოთ. ვისაც საცხოვრებელი ფართი არ აქვს, დროებით ქირით გაგვყავს. პარალელურად, მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, თუ მართლა უსახლკაროა". - ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერი ტყუილსა და პროვოკაციებში კვლავ მედიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზოგი ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს

"უკანონოდ, სახელმწიფო მიწების მიტაცება და კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ და მინდა მივმართო ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით, რას აკეთებთ?! თქვენ პირდაპირ ახალისებთ უკანონობას და ხვალ, ზეგ, თქვენთან მოვლენ და თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ. ასე, რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქალაქში უკანონობა ვერ დაკანონდება და ყოველთვის ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება".- ამბობს კალაძე. 

კომენტარები