კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ Pfizer-ის ანტივირუსული პრეპარატი უნდა მიიღოს

ქვეყანა ძირითადად ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც Pfizer-ის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია. ის 90%-ით იცავს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს უნდა მიიღოს.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსის სამკურნალოდ Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს რეკომენდაცია უკვე გაუწიეს ევროპისა და აშშ-ს მარეგულირებლებმა.

კომენტარები