კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი: კონტროლი გვაქვს სრული, იმის მიუხედავად, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა

პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს აქვს სრული კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას.

რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშაა. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინ-კლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული.

არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე საუბრისას. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია.

კომენტარები