კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი, დღიური დადებითობა 41.58%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22 517 პირი. 

განახლება: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი, 14 თებერვლის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს. მისვე თქმით, არასწორი კოვიდსტატიკის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. გამყრელიძის განმარტებით, შაბათ-კვირას პორტალი განახლდა და ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.03%.

გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 2 228 შემთხვევა, აჭარშა - 303, იმერეთში - 450, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 207, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 203, კახეთში - 210, მცხეთა-მთიანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 4

ამ ეტაპზე 171 731  აქტიური შემთხვევაა. 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1 307 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი. 


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები