5 ივლისი

5 ივლისს დაშავებული ოპერატორი: პრაქტიკულად, ფუნქცია დავკარგე, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ

ძირს დამაგდეს და დაახლოებით 15-მდე ადამიანი გამისწორდა. შეგიძლიათ, ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან, ვიდრე "ლაივუ" დაზიანდებოდა, ყველა კადრი არის გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ. გონს მოვედი პოლიციის მანქანაში, რაციაშიც მესმოდა წივილ-კივილის ხმა, ჩემი ჟურნალისტი ანა ფაცია კიოდა, მგონი მომიკლეს ჩემი ოპერატორიო. ჩემი მეუღლე ორსულად იყო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოისმენდა, რა დღეში ჩავარდებოდა. მე რომ პოლიციას არ გავეყვანე, დამერწმუნეთ, ისე მომკლავდნენ, ვერცერთი გაიგებდა ვერაფერს, ისე გამეტებით მირტყამდნენ. ძირს რომ დავვარდი, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და შემდეგ არაფერი მახსოვს საავადმყოფომდე. 

[...] როდესაც გამომიშვეს საავადმყოფოდან, რამდენიმე დღე ვიყავი სახლში და ისევ ცუდად გავხდი, შემაბრუნეს კლინიკაში. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. სამუშაო სპეციფიკაზე რაღა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ, Live-ჩართვა გავაკეთო. ბატონო მოსამართლე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი, უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა. თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა მათმა ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე. თვალიაშვილი ერთ-ერთია მედიის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებზეც ორკებმა 2021 წლის 5 ივლისს იძალადეს. 

კომენტარები