ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 თებერვალს ელქტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 11 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები