გიორგი ვაშაძე

ვაშაძე: ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული, პაროლები დამავიწყდა, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობ

პირადად მე ტრეიდინგით [ვაჭრობით] არ ვარ დაკავებული, თუმცა ვფლობ ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ამ საკითხს.

სხვათა შორის, ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული უბრალოდ იმიტომ, რომ [ციფრული საფულეების] პაროლები არ მახსოვს. ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობ, ამ აქტივებს არ ვუყურებ ისე, როგორც ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელ აქტივებს. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბიზნეს ფორმულას ეთერში.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინსა და 315 ეთერიუმს ფლობს, ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით, მისი კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. 

კომენტარები