გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე 12 მილიონი ლარის ბიტკოინს და 2.6 მილიონის ეთერიუმს ფლობს

გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინსა და 315 ეთერიუმს ფლობს – ამის შესახებ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. 

დეკლარაციაში, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ პოლიტიკოსმა, 2013 წელს, 57 ბიტკოინი $18 000 დოლარად შეიძინა, რასაც, 2016 წელს, $5 000 დოლარის ღირებულების 315 ეთერიუმიც ემატება. 

ამ მომენტისთვის, 1 ბიტკოინის ფასი 210 693 ლარია, 1 ეთერიუმისა კი – 8 280. შედეგად, გიორგი ვაშაძის ხელთ არსებული ბიტკოინების ჯამური საბაზრო ღირებულება 12 009 539 ლარია, ეთერიუმისა კი – 2 608 428. 

კომენტარები