ისრაელი-სირია

სირიიდან რაკეტის სროლის შემდეგ, ისრაელმა იერიში დამასკოს მიმდებარედ მიიტანა

ისრაელის SPYDER-ის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტის გამოცდა, უთარიღო ფოტო
The Times of Israel

სირიიდან ისრაელის მიმართულებით ანტისაჰაერო რაკეტა ისროლეს, რის შემდეგაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტით იერიში მიიტანეს ისრაელის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ბატარეებზე. 

სირიული რაკეტა ჰაერშივე აფეთქდა და ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებს გააქტიურება არ დასჭირდათ. 

აქამდე, სირიული მედიის თქმით, ისრაელმა ლიბანის მიამრთულებიდან მათ ობიექტებზე მიიტანა იერიშები. ამ ცნობაზე ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარს არ აქეთებენ, თუმცა ადასტურებენ ანტისაჰაერო რაკეტის შემდეგ კონტრიერიშის მიტანას. 

"ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ისრაელის საჰაერო სივრცისა და უსაფრთხოების დაცვას", – აცხადებენ ისრაელის არმიაში.

ისრაელი იერიშებს სირიაში ხშირად ახორციელებს, იმ ძალებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელთაც ირანი აფინანსებთ. თუმცა იერუსალიმი თავდასხმებს იშვიათად ადასტურებს. თუმცა, ისრაელს აღიარებული აქვს, რომ ის სამიზნეში იღებს ხოლმე ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ბაზებს.

კომენტარები