უკრაინა

უკრაინაში 60 წელს ზემოთ აცრილები უფასო სმარტფონს და ინტერნეტის შეღავათიან პაკეტს მიიღებენ

New York Post

უკრაინაში გაზაფხულზე ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებში 60 წელს ზემოთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები საჩუქრად სმარტფონს და ინტერნეტის შეღავათიან პაკეტს მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Diia-ს სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ხარისხიანი ინტერნეტი ქვეყნის ყველა კუთხეში უნდა იყოს და ამით ასაკის განურჩევლად, ნებისმიერი მოქალაქე უნდა სარგებლობდეს. ზელენსკის თქმით, ეს პროგრამა არის გზა მთავარი მიზნისაკენ - უკრაინის ყველა მოქალაქისთვის ინტერნეტით წვდომის უზრუნველყოფა.

"ორი წლის წინ, ჩვენ გავააქტიურეთ ციფრული წიგნიერების პროგრამა ასაკოვანი მოსახლეობისთვის. გაზაფხულზე კი ვიწყებთ ახალ ვრცელ სახელმწიფო პროგრამას. 60 წელს გადაცილებული ყველა აცრილი უკრაინელი, ვისაც სურს, მიიღებს უფასო, მაღალი ხარისხის თანამედროვე სმარტფონს და შეღავათიან ტარიფს". - თქვა ზელენსკიმ

კომენტარები