საქართველო-ბელარუსი

ლუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა არც გამორიცხავს

ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში, 2015 წელი

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა არც ცალსახად გამორიცხავს. ამის შესახებ მან ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ამის რაიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობა არსებობს? როგორც კი გავიგებ და [რუსეთის] პრეზიდენტი მეტყვის რომ აუცილებლობა არსებობს...", – უპასუხა ლუკაშენკომ სოლოვიოვის შეკითხვას, თუ როდის აპირებს ის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. 

აქამდე სოლოვიოვმა ლუკაშენკოს ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი, რაზე პასუხის გაცემისგანაც ბელარუსის ლიდერმა თავი შეიკავა.

ამავე ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა აშშ-ს წაქეზებით დაიწყო. 

"საქართველო ოსეთს თავს არასდროს დასხმია. იქ იყო ამერიკის წაქეზებული შეშლილი და მის გვერდით მყოფები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს", – თქვა ლუკაშენკომ ინტერვიუში. 

კომენტარები