კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 33.14%-ია

Covid 19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 905 ტესტი და დადასტურდა 11 235 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33.14%, ბოლო 14 დღის - 27.37%, ხოლო ბოლო 7 დღის - 30.99%.

ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან თბილისში 6 133 გამოვლინდა, აჭარაში - 1 139, იმერეთში – 1 376, ქვემო ქართლში – 628, შიდა ქართლში – 563, გურიაში – 184, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 500, კახეთში – 344, მცხეთა-მთიანეთში – 157, სამცხე-ჯავახეთში – 194, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 204 345, საიდანაც 5 947 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 926 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 196 472 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 175, მათგან 278 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 325 838 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 106 221 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 246.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები