დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დეგნანი უკრაინაზე: რუსეთისთვის საუკეთესო პასუხი ერთად დგომა და მკაფიო გზავნილია

ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფოკუსირებული მომენტია. რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი, რომლის დროსაც ძალის გამოყენებით ცდილობს, უკან შეატრიალოს 30 წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ამაზე საუკეთესო პასუხი ერთად დგომა და მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი მოგვიტანა, იმ დადებული პირობების შესრულების პერიოდი მოგვიტანა, როგორიც არის გაეროს კონვენცია, ჰელსინკის შეთანხმება თუ ნატო-რუსეთის საბჭო. რუსეთის ლიდერები ამ პრინციპების შეთანხმებას დათანხმდნენ, მაგრამ ახლა მას ძირს უთხრიან ძალის გამოყენების მუქარით. 

აქ, რა თქმა უნდა, სასწორზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთის მიერ ამ პრინციპის გათელვა. რუსეთია ხლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვს თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება, უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების უფლებას. საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავებაა იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი ცხოვრების სტილია დაფუძნებული, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებოდით. ჩემი აზრით, საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა - არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა იმ მესიჯის გასაგზავნად, რომ საქართველოს მომავალი ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ გზავნილს რუსეთს ხმამაღლა გაუგზავნის.

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 1-ელ თებერვალს პარლამენტმა მიიღო "უკრაინის მხარდამჭერი" რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 

კომენტარები