კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, 195 472 პირი ბინაზე მკურნალობს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000-ს გადასცდა. 4 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238-ია, თუმცა, NCDC-ის დირექტორის თქმით, სხვადასხვა მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტს აქვს კორონავირუსი და ტესტით ინფიცირებულთა მხოლოდ 30-40% ვლინდება.

 203 238 პაციენტიდან 5 808 პირი კლინიკებში მკურნალობს, 1 958 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 195 472 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 146, მათგან 271 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 272 371 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 053 966 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 141.

 

კომენტარები