გასაგებია, გვიხარია, რომ რუსეთი ახსენა, იმიტომ, რომ მანამდე სამარცხვინო რეზოლუცია აქვს მიღებული პარლამენტს. თავისთავად სამარცხვინოა, რომ აგრესორი ქვეყნის ხსენება გვიხარია, მაგრამ იქვე ძალიან კარგად დააბალანსა სალომე ზურაბიშვილმა ორივე მხარეზე საუბრით. ვისაც ოდნავ მაინც ჰქონია შეხება ასეთ პროცესებთან, მაგალითად, 2008 წელს იმის გამო, რომ სამზარეულოსთან ახლოს ვიყავი, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბარს ვისმენდი, ეს მე მეგობრობად არ მიმაჩნდა და საქართველოს არცერთ ხელისუფალს ეს მეგობრობად არ მიაჩნდა. ზუსტად ასე იქნება უკრაინის საკითხიც. რაზე უნდა მოილაპარაკოს უკრაინამ? რას ნიშნავს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა? უკრაინა მოლაპარაკებისთვის მზადაა იმიტომ, რომ რუსეთია აგრესორი და ომი არ უნდა. თავისთავად, ეს აქცენტი იყო ერთგვარი ბალანსი და რუსეთის ხსენებისთვის გადახდილი ხარკი.
საქართველო-უკრაინა
ჩერგოლეიშვილი ზურაბიშვილზე: ორივე მხარეზე აქცენტი რუსეთის ხსენებისთვის გადახდილი ხარკია
tbl.ge/5ulk
დაკოპირდა

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა, რომ "საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს მოლაპარაკებებისთვის".
თამარ ჩერგოლეიშვილისალომე ზურაბიშვილიუკრაინასაქართველოდაძაბულობა უკრაინის საზღვრებთანსაქართველო-უკრაინა
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




