მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ექიმს 5 კვირაა, არ უშვებენ, სტილისტი ერთ დღეში შემოუშვეს, ახალი შეკრეჭილი ვარ

თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა, ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან, პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს სისუსტე, პირველად ცხოვრებაში მაქვს ჰიპერტონიასთან დაკავშირებული პრობლემები, ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესი.

მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ მან კარგად იცის, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე დავკარგე გონება, ეს ხდება შენი [ივანიშვილის] მითითებით, ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, რადგან, ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ მიზანს და ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს, ეს იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, თუ არ მექნება ამის საშუალება, ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალური შედეგით.

[სტილი დაცულია]

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პრიცესზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები