დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზურაბიშვილი: აგრესიული ქმედებები ნიშანია, რომ რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზეა გადასული

ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრიანის მდგომარეობა და მის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან.

ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი ნიშანია იმის, თუ რამდენადაა რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპრაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან ერთობლივი ბრიფინგისას ისაუბრა.

კომენტარები