კვიპროსი

კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა 12 აუცრელ მღვდელს 3 თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ქრიზოსტომოს II

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის12 მღვდელს აუცრელობის გამო სამი თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. მღვდლებმა არ გაითვალისწინეს კვიპროსის ლიდერის ქრიზოსტომოს II-ს მოწოდება, აცრილიყვნენ.

ქრიზოსტომოს II-ის თქმით, ის ფაქტი, რომ რამდენიმე მღვდელმა მთავარეპისკოპოსის მითითება არ გაითვალისწინა, ეკლესიისთვის გაუგონარი იყო. მთავარეპისკოპოსმა მღვდლები გააფრთხილა, რომ სამთვიანი შეზღუდვა, შესაძლოა, 6 თვემდე გაიზარდოს ან შესაძლოა, მღვდელმსახურების უფლება საერთოდ ჩამოერთვათ.

პანდემიის დაწყების შემდეგ კვიპროსში კორონავირუსის 259 784 შემთხვევა გამოვლინდა, ინფექციით გარდაიცვალა 734 ადამიანი. ქვეყანაში Covid-19-ის წინააღმდეგ აცრილია მოსახლეობის 70%.

კომენტარები