ხვალ, 2 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, რაზმაძის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.