მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე ენმ-ზე: მათთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც და სამშობლოც ეს ავადმყოფი კაცია

დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მათ [ენმ-მ]  პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაშალეს სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მატთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც, სამშობლოც არის ეს ავადმყოფი კაცი და ასეთი პოლიტიკური ძალისგან და ადამიანებისგან, ბუნებრივია, სიკეთეს არ უნდა მოელოდე. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას. ენმ-ს წევრებმა პარლამენტში ჰიმნის მოსმენის დროს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი გაშალეს.

კომენტარები