კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 15 000-ს გადასცდა

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჯამურად Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 016 გახდა. 

საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემით კი - მე-11-ზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 200 124 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 020 510 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 016.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები