მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნონიაშვილი: დემოკრატიული პროცესების სიმულირებაში ხელისუფლების დახმარება მავნებლობაა

საქართველოში უშვებენ, ასვენებენ, ფეხქვეშ ეგებიან რუსეთის ხელისუფლების ჩინოვნიკებს და მაღალი ჩინის სამხედრო პირებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს გადასცემს ხოლმე ადამიანებს. მათ წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის წირავს. (სუმბაევი, ახიადოვი...)

უკრაინის შესახებ რეზოლუციაში რუსეთს ვერ ახსენებენ.

ამავდროულად, ქვეყანაში არ უშვებენ რუს ოპოზიციონერებს. გუდკოვი ნათელი მაგალითია.

კოლაბორაციონისტული ხელისუფლება გვყავს და დემოკრატიული პროცესების სიმულირებაში მათთვის დახმარება უბრალოდ არასწორი გზა კი არა, მავნებლობაა.

UNM ბოიკოტს რომ წყვეტს არალეგიტიმურ პარლამენტში და შესვლა-გამოსვლა ცეკვა-თამაშს დაამსგავსა ეგ გამახსენდა.

კიდევ გამახსენდა ბადრი ჯაფარიძე წინა კვირას რომ გამარჯვებად სახავდა უკრაინის რეზოლუციის შემუშავების ერთობლივ პროცესს. დარწმუნებულები ვართ შევთანხმდებითო.

კიდევ ალეკო რომ სარჩევნო კოდექსს ჩააწიკწიკებს ეგეც გამახსენდა.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი FACEBOOK-ზე ეხმიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. 

 

კომენტარები