დმიტრი გუდკოვი

რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება უკან კიევში ჩემს დეპორტაციაზე. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გაფრთხილებული იყო, მე ჩამოვედი ოფიციალური მოწვევით. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა არ არის, უბრალოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ... ესეც თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი. ესეც თქვენი რბილი ძალა." - წერს გუდკოვი.

დმიტრი გუდკოვი უკრაინაში გასული წლის ივნისში ჩავიდა. გუდკოვი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც აღძრულია მოტყუებით საკუთრებისთვის ზიანის მიყენების ან ნდობით ბოროტად სარგებლობით მოტყუების მუხლით, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ზარალი გამოიწვია. სასჯელის მაქსიმალური ზომა 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

უფლებადამცველის პაველ ჩიკოვის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე 2015-2017 წლებში მოსკოვის მერიისთვის ფართის ქირის ვალის გადაუხდელობისთვის აღძრეს. საქმეში დაზარალებულად მიიჩნევა მოსკოვის სახელმწიფო საკუთრების დეპარტამენტი.

გენადი გუდკოვი გამოცემა Sota-სთან საუბრისას ყვება, რომ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მილიონიანი დავალიანების გამო აღძრეს, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ სარდაფს უკავშირდება. გენადი გუდკოვის თქმით, ფირმა, რომელიც ამ დაწესებულებას ქირაობდა და რომელიც დმიტრი გუდკოვის ნათესავებთან არის დაკავშირებული გაკოტრდა და ფართი 2017 წელს მოსკოვის მერიას დაუბრუნდა.

დმიტრი გუდკოვი მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დმიტრი გუდკოვი და მამამისი გენადი რუსეთის დუმის პარლამენტარები იყვნენ. გენადი გუდკოვი 2012 წელს კორუფციაში ბრალდებების გამო, კანონმდებლების მიერ კენჭისყრით, 2012 წელს პარლამენტიდან გარიცხეს. დმიტრი გუდკოვი კი 2013 წელს გარიცხეს პარტიიდან სამართლიანი რუსეთი და 2016 წელს დუმის არჩევნებში მონაწილეობისას პარლამენტში მანდატი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით დმიტრი ლიბერალ დემოკრატიულ პარტია ვაშლს შეუერთდა.

კომენტარები