კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსის 150 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, 143 706 პირი ბინაზე მკურნალობს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა 150 000-ს გადასცდა. 31 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139-ია, თუმცა, NCDC-ის დირექტორის თქმით, სხვადასხვა მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტს აქვს კორონავირუსი და ტესტით ინფიცირებულთა მხოლოდ 30-40% ვლინდება.

151 139 პაციენტიდან 5 433 პირი კლინიკებში მკურნალობს, 2 000 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 143 706 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 034, მათგან 268 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 175 923 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 009 778 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 980.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები