ტყიბული

"60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაშია" – ერთერთი დაშავებული მეშახტის მდგომარეობა მძიმეა

netgazeti.ge

9 დაშავებული მეშახტიდან 8 თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

"ერთი პაციენტი სხეულის 60%-ის დამწვრობით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, აქვს ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა არის სერიოზულად მძიმე. სამი პაციენტი არის ემერჯენსის განყოფილებაში პოლიტრავმებით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და იქიდან გამომდინარე მოხდება მათი განაწილება განყოფილებებში, ოთხი პაციენტი, რომელთა დამწვრობებშიც წამყვანია სასუნთქი გზები, სახის დამწვრობა და ზედა კიდურების დამწვრობა, მოთავსებულია მოდულთა განყოფილებაში" -ამბობს ექიმი თეა უროტაძე.

ტყიბულის ერთერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები