დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზალკალიანი ოპოზიციაზე: უნდათ შექმნან ნარატივი, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკა გვაქვს

ვინ გვაკრიტიკებს? გაგიგიათ ერთი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების? უსაფრთხოების ექსპერტები რადგან გვაკრიტიკებენ, ეს არ ნიშნავს რომ... მე ფაქტებით გელაპარაკებით და ეს არის, ის, რომ შექმნან ნარატივი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ ღებულობს და არ მიიღო, რომ თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი პატრიოტები. ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ვინ იყო ხელისუფლებაში? სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს. ეს არის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური და არა ის, რომ ჩვენ მორალურ მხარდაჭერაზე ვსაბრობთ. მორალური მხარდაჭერაც აქვს უკრაინას და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს ძალიან სერიოზული.

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები