ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია

Facebook

მარიამ ბოლქვაძემ ინგლისის ქალაქ ლაფბოროში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი $25 000-ს შეადგენს, მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში გავიდა.

ბოლქვაძემ ტაივანელი ჯოანა გარლანდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით, ანგარიშით 6:3 დასრულდა. მეორე სეტი დაძაბული გამოდგა, მეტოქეებს თაიბრეიქი მოუწიათ, რომელშიც გარლანდმა იმარჯვა. გადამწყვეტ რაუნდში ბოლქვაძემ დაიბრუნა ინიციატივა (7:5) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

გუშინ ქართველმა ჩოგბურთელმა იმავე ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც გაიმარჯვა, ხორვატ მეწყვილესთან, იან ფეტთან ერთად ბოლქვაძე მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი 386 ქულით 178-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები