რუსული ოკუპაცია

"მეჯვრისხევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება" – სუს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) ადასტურებენ, თუმცა, უწყება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს.

"ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე". – უთხრეს ტაბულას სუს-ში.

კომენტარები