უკრაინის ეროვნული გვარდია

უკრაინაში ახალწვეულმა 5 ჯარისკაცი მოკლა, 5 კი დაჭრა – თავდამსხმელი დაკავებულია

უკრაინის ქალაქ დნეპრში, პივდემაშის საჰაერო-კოსმოსურ ქარხანაში ეროვნული გვარდიის ახალწვეულმა ჯარისკაცმა 5 სამხედრო მოკლა, 5 კი დაჭრა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

21 წლის ჯარისკაცმა, არტემი რიაბჩუკმა თავდასხმის შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. რიაბჩუკმა ჯარისკაცები კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, რიაბჩუკს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომებით დასჯიან. ამასთან, მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც თავდასხმის გარემოებებსა და მოტივს გამოიძიებს.

კომენტარები