NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობლებისთვის არ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო თავისი მეზობლებისთვის არ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი.

მოსახლეობის შეხედულებები ასე ნაწილდება:

  • 23% – ქართული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითია
  • 34% – ქართული დემოკრატია ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, მაგრამ ბოლო წლებში აღარ არის
  • 25% – ქართული დემოკრატია არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი
  • 18% – არ ვიცი
  • 1% – უარი პასუხზე

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ დარუსულ ენებზე ჩატარდა.

კომენტარები