უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ჯაფარიძე რეზოლუციაზე: ოპოზიცია ვიმსჯელებთ შემდეგ ნაბიჯებზე, სამწუხაროა, რომ ვერ შევჯერდით

შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული, თუმცა მაინც თავდაპირველი ვერისა წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ვერსიის. ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ მოხდა შეჯერება ამ შემთხვევაში მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მათ მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

კომენტარები