საქართველო-რუსეთი

"შემიძლია, ჩარტერული რეისი მადაგასკარზეც დავნიშნო" – Georgian Airways-ის დირექტორი მოსკოვის რეისზე

კომერსანტი

"შემიძლია, ჩარტერული რეისი მადაგასკარზეც დავნიშნო" - ამბობს Georgian Airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ რეისზე ტაბულასთან საუბრისას. 

ტაბულამ გაიაშვილს ჰკითხა, რატომ დანიშნა ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენა მოსკოვის მიმართულებით. გაიაშვილის განმარტავს, რომ ფრენა ჩარტერული რეისი იყო. კითხვაზე კი, თუ რატომ წაიშალა კომპანიის Facebook-გვერდზე ფრენასთან დაკავშირებით პოსტი, გაიაშვილი პასუხობს, რომ ის "აღარ იყო საჭირო, თავისი მოსჭამა". 

Georgian Airways-მა 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩანიშნა.

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი, 28 იანვარს!" - ეწერა განცხადებაში. 


21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.

კომენტარები