აშშ-ს საელჩო

ელჩი: ილია ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია თავსებადია ტრადიციებთან

საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით დასავლეთისკენ. 100 წელზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორდანიამ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ახლადდამოუკიდებელმა საქართველომ რატომ თქვა უარი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. ნოე ჟორდანია ამბობდა, "ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ (რუსეთს) აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ… როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ".

ანალოგიურად, ილია ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე  ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. 

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. სიტყვა სრულად ნახეთ აქ

კომენტარები