კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 - თბილისში სრულად 48 ბაღი დაიკეტა, ინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 ბავშვი

FrontNews.Ge

თბილისის საბავშვბო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 25 იანვრის მონაცემებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში სრულად 48 ბაღია დაკეტილი.

გარდა ამისა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი.

სააგენტოს ცნობითვე, კორონავირუსით დაინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.24%, ბოლო 14 დღის - 14.15%, ხოლო ბოლო 7 დღის - 18.01%.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები