კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ სიმპტომები გაქვთ, არაა საჭირო რამდენიმე ტესტი, დიდი ალბათობით, ომიკრონია

დღეს მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომდევნო 2 კვირაში გაიზრდება, კიდევ მეტი შემთხვევათა რაოდენობა გვექნება. დღეს რომ 15 000-ზე მეტია აღრიცხული, ეს ნიშნავს, რომ 15 000-ზე მეტია გამოვლენილი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რომ 3-4-ჯერ მეტია სინამდვილეში. ეს არის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების შემთხვევები.

მთავარი გზავნილი ისაა, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, სურდო, თავისა და ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება – არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ, თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რომ ომიკრონია და დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და მართოთ მდგომარეობა, რაც გექნებათ. 90% შემთხვევებში ეს ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს საქართველოსთვის ახალი რეკორდია. 

კომენტარები