აფრიკის თასი 2022

აფრიკის თასი: კამერუნში სტადიონთან მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში პოლ ბიიას სახელობის სტადიონთან მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვის. ინფორმაციას ქვეყნია ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

სტადიონთან შეკრებილი გულშემატკივრები აფრიკის თასის მერვედფინალურ მატჩზე შესვლას ცდილობდნენ, რომელიც კამერუნისა და კომორის კუნძულების ნაკრებებს შორის იმართებოდა. არენაზე სულ 60 000 ადამიანი ეტევა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით კი სტადიონის 80 %-ის შევსება იყო დაშვებული, მატჩე დასწრებას კი 50 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა.

კამერუნისა და კომორის კუნძულების ნაკრებების შეხვედრა ტურნირის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კომორის კუნძულების რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის 2 მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მესამე მეკარეს კი ტრავმა ჰქონდა, ამიტომ კუნძულელების კარს 90 წუთის განმავლობაში პოზიციით მცველი, ჩახერ ალჰადური იცავდა.

კომენტარები